საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2024-03-05
თარიღი 17:00 სთ
მისამართი თსუ, II კორპუსი, № 119 აუდიტორია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ეგიდით გამოიცა რიგით მეთვრამეტე ყოველწლიური კრებული სახელწოდებით „ადამიანის უფლებათა დაცვა: ევროპული გამოცდილება და ეროვნული გამოწვევები“.

 

კრებული მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა სფეროში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას, ასევე საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობას საქართველოში. კრებულში თავმოყრილია ავტორთა ნაშრომები აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებშიც ისინი გამოთქვამენ საყურადღებო მოსაზრებებს − როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოს კანონმდებლობა და დაიხვეწოს პრაქტიკა.

 

კრებულში თავმოყრილი სტატიები ეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო გამოცდილებას.

 

კრებული განკუთვნილია როგორც იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის: მოსამართლეებისათვის, ადვოკატებისათვის, პროკურორებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, ისე ადამიანის უფლებათა საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

კრებული დაფინანსთა საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა (OHCHR) და  გაეროს განვითარების პროგრამის ოფისის (UNDP) მხარდაჭერით.

 

კრებული გამოცემულია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის, კონსტანტინე კორკელიას რედაქტორობით.

 

პრეზენტაციას დაესწრებიან აკადემიური წრეების, ასევე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სტუდენტები.

 

რებულის პრეზენტაცია შედგება სამშაბათს, 5 მარტს, 17:00 საათზე, თსუ, II კორპუსი, № 119 აუდიტორია

მსგავსი ღონისძიებები